მოამზადეთ თქვენი განაცხადი

ყოველწლიურად 35 მილიონ ადამიანზე მეტი სტუმრობს კანადას, რათა ისარგებლოს იმ შესაძლებლობებით, რასაც სთავაზობს კანადა სტუმრებს, მათ შორის ოჯახის და მეგობრების მონახულება.

თუ თქვენ გსურთ ეწვიოთ კანადას, პირველ რიგში უნდა გაარკვიოთ აქ გჭირდებათ თუ არა ვიზიტორის (დროებითი რეზიდენტის) ვიზა

თუ კანადაში თქვენი ვიზიტის მიზანი არ არის ბიზნესი ან გართობა, მაშინ თქვენ მოგეთხოვებათ მოითხოვოთ ვიზის სწორი კატეგორია, მაგალითად, როგორიც არის სწავლის ან დროებითი მუშაობის


  • ტურისტული ვიზიტი

თქვენ შეგიძლიათ ეწვიოთ კანადას როგორც ტურისტი , რათა ისარგებლოთ იმ შესაძლებლობებით რასაც გთავაზობთ კანადა, მათ შორის ეწვიოთ ოჯახს და მეგობრებს.

  • ვიზიტი შვილებთან ან შვილიშვილებთან

თუ თქვენ ბრძანდებით კანადის მოქალაქის ან მუდმივი რეზიდენტის მშობელი ან ბებია/ბაბუა, თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ მშობლების და ბებია/ბაბუის სუპერ ვიზა და ეწვიოთ კანადას ორი წლით ვიზის სტატუსის განახლების საჭიროების გარეშე.

  • საქმიანი ვიზიტი

თქვენ შეიძლება ეწვიოთ კანადას საქმიანი ვიზიტით, რათა მოიძიოთ ინვესტირების შესაძლებლობები ან ბიზნეს ურთიერთობების განსავითარებლად.

  • ვიზიტის გახანგრძლივება

თქვენი ვიზიტის გახანგრძლივება უნდა მოითხოვოთ სტატუსის ვადის დასრულებამდე. გთხოვთ, ეწვიოთ გაახანგრძლივეთ თქვენი ვიზიტი კანადაში

  • მგზავრობა კანადის გავლით კანადაში გაჩერების გარეშე

თუ თქვენ ხართ იმ ქვეყნის ან ტერიტორიის მაცხოვრებელი, რომელსაც კანადაში შესასვლელად მოეთხოვება ვიზა., კანადის გავლით კანადაში გაჩერების გარეშე მგზავრობისას გესაჭიროებათ სატრანზიტო ვიზა. სატრანზიტო ვიზა უფასოა. დეტალური ინფორმაცია იხილეთ კანადის იმიგრაციის, ლტოლვილთა და მოქალაქეობის სამსახურის (IRCC) დახმარების ცენტრის ვებგვერდზე

  • შეარჩიეთ სწორი განსაზღვრება

გთხოვთ, სწორად შეარჩიოთ განსაზღვრება თქვენთვის და თქვენი ბავშვებისათვის, რომლებიც მგზავრობენ თქვენთან ერთად. ზოგიერთ ადამიანს კანადაში შესასვლელად არ ესაჭიროება ვიზა, მაგრამ სამშობლოში დასაბრუნებლად მათ შეიძლება მოეთხოვოთ გარკვეული დოკუმენტები. სრული ინფორმაციისათვის ეწვიეთ კანადის სასაზღვრო მომსახურების სააგენტოს ვებსაიტს.

  • გჭირდებათ დახმარება?

ხშირად დასმული შეკითხვები

უფრო მეტი პასუხი მიიღეთ დახმარების ცენტრში.

წინა