როგორ უნდა წარადგინოთ განაცხადი

განაცხადის გაკეთება პირადად

დროებითი რეზიდენტის ვიზა/ნებართვა და სამგზავრო დოკუმენტები - განაცხადის გაკეთების პროცესი პირადად

ნაბიჯი 1

ვიზის/ნებართვის მიღებისთვის საჭირო მოთხოვნების შესახებ წაიკითხეთ სრული ინფორმაცია კანადის იმიგრაციის, ლტოლვილთა და მოქალაქეობის სამსახურის (IRCC) ვებგვერდზე და იქედან ჩამოტვირთეთ თქვენი ვიზიტის შესაბამისი ფორმები.

2013 წლის 4 სექტემბრის მდგომარეობით, ვიზიტორის ვიზის, სწავლის და მუშაობის ნებართვის მისაღებად განაცხადის შეტანისას თქვენ შეიძლება მოგეთხოვოთ ბიომეტრიული მონაცემები (თითის ანაბეჭდები და ფოტო). (შეამოწმეთ გჭირდებათ თუ არა ბიომეტრიული მონაცემების აღება)

ნაბიჯი 2

შეავსეთ განაცხადის ფორმა და სხვა საჭირო ფორმები.

თუ თქვენ ვერ  უზრუნველყობთ ყველა საჭირო დოკუმენტებს რომელიც აღნიშნულია ოფიციალურ IRCC დოკუმენტების ჩამონათვალში, თქვენ უნდა შეავსოთ და ხელი მოაწეროთ CVAC არასრული საბუთების წარდგენის თანხმობის ფორმას და დაურთოთ თქვენს განაცხადს. CVAC არასრული საბუთების წარდგენის თანხმობის ფორმას არ არსებობამ შეიძლება გამოიწვიოს დავვიანება  ან უარის თქმა, თქვენს განაცხადზე ვიზის, ნებართვის ან სამგზავრო დოკუმენტზე.

ნაბიჯი 3

გირჩევთ, კანადის სავიზო განაცხადების ცენტრში (CVAC) განაცხადის წარდგენამდე წაიკითხოთ თანდართული კონფიდენციალურობის პოლიტიკა და შეავსოთ და ხელი მოაწეროთ CVAC თანხმობის ფორმას.გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ განაცხადს უნდა დაურთოთ CVAC თანხმობის ფორმა ინგლისურთ ენაზე. თუ სავიზო განაცხადს თან არ ახლავს შევსებული და ხელმოწერილი CVAC თანხმობის ფორმა, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ განაცხადს უნდა დაურთოთ CVAC თანხმობის ფორმა ინგლისურთ ენაზე. ჩვენ ვერ შევძლებთ თქვენს დახმარებას და ვალდებულნი ვიქნებით დაგიბრუნოთ უკან თქვენი განაცხადი.

ნაბიჯი 4

გადაიხადეთ ვიზის მოსაკრებელი და ბიომეტრიის საფასური კანადის იმიგრაციის, ლტოლვილთა და მოქალაქეობის სამსახურის (IRCC) ტარიფების ნუსხის მიხედვით. გთხოვთ, ასევე იხილოთ სპეციალური ინსტრუქციები საქართველოდან თანხის გადახდის შესახებ.

ნაბიჯი 5

ეწვიეთ კანადის სავიზო განაცხადების ადგილობრივ ცენტრს (CVAC), დარწმუნდით, რომ თან გაქვთ პასპორტი, ფოტო, შევსებული ფორმები და ყველა დამატებითი დოკუმენტი, როგორც ეს მოცემულია კანადის იმიგრაციის, ლტოლვილთა და მოქალაქეობის სამსახურის (IRCC) ჩამონათვალში და ტარიფების ნუსხაში. მომსახურების საფასურის ოდენობას წარმოგიდგენენ.

მნიშვნელოვანი შენიშვნა: თუ თქვენ გჭირდებათ ბიომეტრიული მონაცემების ჩაბარება, ეს შეიძლება გაკეთდეს კანადის სავიზო განაცხადების ცენტრში განაცხადის გაკეთების დროს. ამ შემთხვევაში, განაცხადი არ გააკეთოთ ფოსტის საშუალებით,

ნაბიჯი 6

კანადის სავიზო განაცხადების ცენტრში (CVAC) სრული განაცხადის წარმოდგენისა და მომსახურების საფასურის გადახდის შემდეგ მიიღებთ ქვითარს. ამ ქვითარზე იქნება საძიებო ნომერი, რომელიც მნიშვნელოვანია, რადგან დაგეხმარებათ ონლაინ რეჟიმში თვალყური მიადევნოთ თქვენი განაცხადის განხილვის პროცესს.

მნიშვნელოვანი შენიშვნა: თუ თქვენ მოგეთხოვებათ ბიომეტრიული მონაცემების აღება, ბიომეტრიული მონაცემების აღების საფასური 85 კანადური დოლარი, მოიცავს კანადის სავიზო განაცხადების ცენტრის მომსახურების საფასურსაც,.

განაცხადის გაკეთება ფოსტით

დროებითი რეზიდენტის ვიზა/ნებართვა და სამგზავრო დოკუმენტები - ფოსტით განაცხადის გაკეთების პროცესი

დროებითი რეზიდენტის ვიზა/ნებართვა და სამგზავრო დოკუმენტები - განაცხადის გაკეთების პროცესი ფოსტით

2013 წლის 4 სექტემბრის მდგომარეობით, ვიზიტორის ვიზის, სწავლის და მუშაობის ნებართვის მისაღებად განაცხადის შეტანისას თქვენ შეიძლება მოგეთხოვოთ ბიომეტრიული მონაცემები (თითის ანაბეჭდები და ფოტო). შეამოწმეთ გჭირდებათ თუ არა ბიომეტრიული მონაცემების აღება

მნიშვნელოვანი შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მოგეთხოვებათ ბიომეტრიული მონაცემების ჩაბარება, არ გააკეთოთ განაცხადი ფოსტის საშუალებით, მიმართეთ კანადის სავიზო განაცხადების ცენტრს სადაც მოხდება ბიომეტრიული მონაცემების აღება განაცხადის მიღებასთან ერთად

ნაბიჯი 1

ვიზიტორის ვიზის, სწავლისა და მუშაობის ნებართვის მიღებისთვის საჭირო მოთხოვნების შესახებ წაიკითხეთ სრული ინფორმაცია კანადის იმიგრაციის, ლტოლვილთა და მოქალაქეობის სამსახურის (IRCC) და იქედან ჩამოტვირთეთ თქვენი ვიზიტის შესაბამისი ფორმები. თქვენი ვიზის/ნებართვის შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გაეცნოთ ვებგვრდს „ყველაფერი თქვენი ვიზის შესახებ“.

ნაბიჯი 2

განაცხადის ფორმები შეავსეთ ელექტრონულად და ამობეჭდეთ. უკეთესი შედეგის მისაღწევად

  • ამობეჭდეთ თეთრ, მაღალი ხარისხის, არაპრიალაზედაპირიან ქაღალდზე
  • ამობეჭდეთ ლაზერულ პრინტერზე
  • თუ თქვენ ვერ  უზრუნველყობთ ყველა საჭირო დოკუმენტებს რომელიც აღნიშნულია ოფიციალურ IRCC დოკუმენტების ჩამონათვალში, თქვენ უნდა შეავსოთ და ხელი მოაწეროთ CVAC არასრული საბუთების წარდგენის თანხმობის ფორმას და დაურთოთ თქვენს განაცხადს. CVAC არასრული საბუთების წარდგენის თანხმობის ფორმას არ არსებობამ შეიძლება გამოიწვიოს დავვიანება  ან უარის თქმა, თქვენს განაცხადზე ვიზის, ნებართვის ან სამგზავრო დოკუმენტზე.

  • მნიშვნელოვანი შენიშვნა: გთხოვთ დარწმუნდეთ, რომ ამოიბეჭდა მეხუთე, ბარკოდებიანი გვერდიც. გამოგზავნისას ბარკოდებიანი გვერდი დაადეთ სხვა ფორმებს ზემოდან. ბარკოდების გამოსახულება უნდა იყოს მკვეთრი, ლაქების, დამახინჯებებისა და სიმკრთალის გარეშე, რათა არ მოხდეს თვენი განაცხადის გაკეთების პროცესის გაჭიანურება.

ნაბიჯი 3

გთხოვთ წაიკითხოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკა, შეავსოთ და ამობეჭდოთ კანადის სავიზო განაცხადების ცენტრის CVAC თანხმობის ფორმა და დაურთოთ თქვენს განაცხადს.გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ განაცხადს უნდა დაურთოთ CVAC თანხმობის ფორმა ინგლისურთ ენაზე. მნიშვნელოვანი შენიშვნა: თუ სავიზო განაცხადს თან არ ახლავს შევსებული და ხელმოწერილი თანხმობის ფორმა, ჩვენ ვერ შევძლებთ თქვენს დახმარებას და ვალდებულნი ვიქნებით დაგიბრუნოთ უკან თქვენი განაცხადი.

ნაბიჯი 4

გადაიხადეთ სავიზო მოსაკრებელი საბანკო გადარიცხვით., გთხოვთ, იხილოთ სპეციალური ინსტრუქციები საქართველოდან თანხის გადახდის შესახებ.მნიშვნელოვანი შენიშვნა: თუ თქვენს მიერ გამოგზავნილ განაცხადში არ არის სავიზო მოსაკრებლის გადახდის დოკუმენტი ან სავიზო მოსაკრებელი არ არის სწორად გადახდილი, ჩვენ ვერ შევძლებთ თქვენს დახმარებას და ვალდებულნი ვიქნებით განაცხადი უკანვე დაგიბრუნოთ.
გადაიხადეთ კანადის სავიზო ცენტრის CVAC მომსახურების, გზავნილის უკან დაბრუნების წინასწარი გადახდის ქვითარი და სხვა სახის მომსახურების საფასური კანადის სავიზო განაცხადების ცენტრის მომსახურებისა და მომსახურების ფასების ჩამონათვალის მიხედვით.

მნიშვნელოვანი შენიშვნა: თუ თქვენს მიერ გამოგზავნილ განაცხადში არ არის კანადის სავიზო განაცხადების ცენტრის მომსახურების გადახდის დოკუმენტი ან საფასური არ არის სწორად

ნაბიჯი 5

გადახდილი, ჩვენ ვერ შევძლებთ თქვენს დახმარებას და ვალდებულნი ვიქნებით განაცხადი უკანვე დაგიბრუნოთ.
დააწყვეთ დოკუმენტები კანადის იმიგრაციის, ლტოლვილთა და მოქალაქეობის სამსახურის (IRCC) საკონტროლო სიის (Checklist) მიხედვით.
შეავსეთ და ხელი მოაწერეთ კანადის სავიზო განაცხადების ცენტრის ფოსტის მეშვეობით გაკეთებული განაცხადის საკონტროლო სიას და გამოაგზავნეთ განაცხადთან ერთად.

ნაბიჯი 6

გადაწყვიტეთ როგორ გინდათ დაგიბრუნდეთ თქვენი დოკუმენტები უკან, პირადად თუ ფოსტის საშუალებით:

ნაბიჯი 7

თუ გადაწყვიტეთ პასპორტის გამოტანა პირადად ან ნდობით აღჭურვილი პირის დახმარებით, ამ შემთხვევაში თქვენ მიიღებთ ელექტრულ შეტყობინებას სადაც ახსნილი იქნება კანადის სავიზო განაცხადების ცენტრიდან პასპორტის გატანის პროცედურა.

ნაბიჯი 8

თუ თქვენ არჩევთ პასპორტის ფოსტით დაბრუნებას და გადაიხდით ფოსტით დაბრუნების საფასურს, კანადის სავიზო განაცხადების ცენტრი დაგიბრუნებთ პასპორტს ფოსტის საშუალებით.

გამოაგზავნეთ შევსებული და ხელმოწერილი განაცხადის ფორმები, დამხმარე დოკუმენტები, საკონტროლო სია, თანხმობის ფორმა,გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ განაცხადს უნდა დაურთოთ CVAC თანხმობის ფორმა ინგლისურთ ენაზე. პასპორტი (ორიგინალი), ფოტოსურათები, კანადის სავიზო ოფისში სავიზო მოსაკრებლისა და კანადის სავიზო განაცხადების ცენტრში მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საგადასახადო დავალებები მისამართზე: კანადის სავიზო განაცხადების ცენტრი, თენგიზ აბულაძის ქ. 19, 0162, თბილისი, საქართველო.

ნაბიჯი 9

თვალყური მიადევნეთ თქვენს გზავნილს თქვენს მიერ არჩეული საკურიერო კომპანიის გზავნილზე თვალყურის მიდევნების სისტემის მეშვეობით.

ნაბიჯი 10

დაელოდეთ კანადის სავიზო განაცხადების ცენტრიდან შეტყობინების მოსვლას, სადაც მითითებული იქნება თქვენი განაცხადის საძიებო ნომერი (იმ შემთხვევაში, თუ თქვენი განაცხადი არის სრული) ან ის რომ თქვენს განაცხადს აკლია რაიმე დოკუმენტი (იმ შემთხვევაში, თუ თქვენი განაცხადი არ არის სრული ან შეიცავს შეცდომას).

ნაბიჯი 11

შეტყობინებას მიიღებთ კანადის სავიზო განაცხადების ცენტრში თქვენი გზავნილის ჩასვლიდან 2 დღეში.

ნაბიჯი 12

თუ შეტყობინება არ მიიღეთ 2 დღეში, გთხოვთ, გვაცნობოთ ამის შესახებ. თქვენ მიერ გამოგზავნილ წერილში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული შემდეგი ინფორმაცია:

  • თქვენი სახელი და გვარი (სრულად),
  • თქვენი საკონტაქტო დეტალები,
  • თქვენს მიერ გამოყენებული საკურიერო კომპანიის დასახელება და გზავნილის ნომერი,
  • გზავნილის გამოგზავნის თარიღი

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ თქვენი განაცხადი არ არის სრული, კანადის სავიზო განაცხადების ცენტრი ელექტრული ფოსტის საშუალებით შეგატყობინებთ ამის შესახებ. გთხოვთ, გამოგზავნოთ საჭირო დოკუმენტები კანადის სავიზო განაცხადების ცენტრში ელექტრული წერილის გამოგზავნის თარიღიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში, თუ ამ ვადაში დოკუმენტებს არ მივიღებთ კანადის სავიზო განაცხადების ცენტრში, ჩვენ უკან დაგიბრუნებთ თქვენს განაცხადს.

სავიზო განაცხადის განხილვის ვადების ნახვა შესაძლებელია კანადის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურის ვებსაიტზე. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ამ ვადებს ემატება საფოსტო გადაგზავნის პერიოდი კანადის სავიზო განაცხადების ცენტრიდან და უკან.

განმცხადებელი პასუხისმგებელია ვიზის დეტალების, როგორიც არის მოქმედების ვადა, შესვლის რაოდენობა და კანადაში ვიზიტის მიზანი, შემოწმებაზე. გთხოვთ გაითვალისწინოთ, ვიზის მოქმედების ხანგრძლივობას და ქვეყანაში შესვლის რაოდენობას წყვეტს მხოლოდ და მხოლოდ კანადის სავიზო ოფისი და შეიძლება განსხვავებული იყოს თქვენს მიერ მოთხოვნილისაგან.

არასრული განაცხადი ან განაცხადი რომელზეც არ არის სრულად გადახდილი მომსახურების ღირებულება არ განიხილება და დაგიბრუნდებათ უკან. ყველა განმცხადებელს მოეთხოვება მოხსნას თავის პასპორტს გადასაკრავი და ისე გააგზავნოს სავიზო ცენტრში. სხვა შემთხვევაში, ჩვენი ოფისი არ იღებს პასუხისმგებლობას გადასაკრავის დაზიანება/დაკარგვაზე.

პასპორტის წარდგენა

თუ თქვენ მიიღეთ პასპორტის მოთხოვნის შეტყობინება კანადის მთავრობისაგან, თქვენი პასპორტი (პასპორტები), პასპორტის მოთხოვნის წერილის ასლთან ერთად უნდა წარმოადგინოთ სავიზო განაცხადების ცენტრში.

დარწმუნდით, რომ თქვენს პასპორტთან ერთად დართულია:

  • პასპორტის მოთხოვნით წერილი მიღებული კანადის საიმიგრაციო სამსახურიდან (IRCC)
  • ნებისმიერი მოქმედი სავიზო განაცხადის ცენტრი (VAC) გადასახადი, როგორიცაა პასპორტის გადაცემის საფასურის, კურიერის გადასახადი და ა.შ.
  • თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია, მათ შორის თქვენი ელექტრონული ფოსტის, ტელეფონის ნომერი და მისამართი
  • VAC თანხმობის ფორმები

როგორ უნდა წარადგინოთ პასპორტი:

კანადის მთავრობისაგან პასპორტის მოთხოვნის მიღების შემთხვევაში, თქვენ უნდა წარადგინოთ პასპორტი წერილთან ერთად

  1. კანადის სავიზო განაცხადების ცენტრში (CVAC) პირადად ან უფლებამოსილი პირის დახმარებით
  2. ან

  3. კურიერის/ფოსტის საშუალებით კანადის სავიზო განაცხადების ცენტრის (CVAC) მისამართზე, რომელიც მითითებულია გვერდზე დაგვიკავშირდით

პასპორტის უკან დასაბრუნებლად თქვენ გაქვთ არჩევანი

  1. თავად გამოიტანოთ პასპორტი კანადის სავიზო განაცხადების ცენტრიდან (CVAC), ან
  2. გააგზავნოთ თქვენი პასპორტი და მოთხოვნის წერილი წინაწარ გადახდილი უკანა მისამართის მქონე კონვერტით

გთხოვთ გაითვალისწინოთ, მომსახურება ფასიანია. დეტალები შეგიძლიათ იხილოთ აქ

კანადის სავიზო განაცხადების ცენტრის მიერ პასპორტის გადაცემის სერვისი საშუალებას იძლევა:

  1. თქვენი პასპორტი გადაეცეს კანადის სავიზო სამსახურს დროულად და დაცულად.
  2. თვალყური მიადევნოთ თქვენს პასპორტს კანადის სავიზო განაცხადების ცენტრის (CVAC) ვებსაიტზე არსებული მონიტორინგის პანელის საშუალებით